ნავიგაცია
დაბრკოლება

დაბრკოლება

იყო ერთი მდიდარი და ძალიან ცნობისმოყვარე მეფე. მან უზარმაზარი ქვა დაადებინა მსახურებს შუა გზაზე, თავად კი იქვე ახლოს დაიმალა, რათა ენახა, ვინმე თუ შეეცდებოდა ქვის გადაგორებას გზიდან.

თავდაპირველად გზაზე სამეფოს ყველაზე მდიდარმა ვაჭრებმა და დიდებულებმა ჩაიარეს, მაგრამ ქვისთვის ხელიც არ უხლიათ, მხოლოდ გვერდი აუქციეს. ზოგი მათგანი ხმამაღლა გამოთქვამდა აღშფოთებას იმის გამო, რომ მეფე არ ზრუნავდა გზების კეთილმოწყობაზე. არც ერთ მათგანს ქვის გადაგორება არ უცდია.

ბოლოს ერთა გლეხმა ჩამოიარა. ორივე ხელით ბოსტნეული მოჰქონდა. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ გვერდი აევლო ამ უზარმაზარი ქვისთვის, გლეხმა ძირს დადო თავისი ტვირთი და შეეცადა, რომ ქვა გზიდან გადაეგორებინა. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მოახერხა კიდეც ეს.

გლეხმა კვლავ აიღო თავისი ტვირთი და მზად იყო, რომ გზა განეგრძო, როცა, უცაბედად, ქისა შენიშნა. ქისა იმ ადგილას ეგდო, სადაც ქვა იდო მანამდე. გლეხი ქისას დასწვდა, გახსნა და ნახა, რომ ის სავსე იყო ოქროთი და გარდა ამისა, იქ მეფის წერილიც იპოვა, სადაც ეწერა, რომ ეს ოქრო ჯილდო იყო მისთვის, ვინც ქვას გადააგორებდა გზიდან.

მეფემ გლეხს უჩვენა ის, რაც ბევრ ჩვენგანს არ ესმის: ყოველი დაბრკოლება შესაძლებლობაა იმისა, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მდგომარეობა და უფრო მეტად წავიწიოთ წინ.

წყარო: