ნავიგაცია
ახალი ამბები
ერთი წვეთის ძალა

ერთი წვეთის ძალა

ერთხელ, ტყეში, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ის თანდათან ძლიერდებოდა და სულ უფრო და უფრო მეტად ედებოდა ხეებს.

ერთი პატარა ჩიტი, ხანძრის დანახვისთანავე, მდინარისკენ გაფრინდა, ფრთები დაისველა და ტყესთან მიფრინდა ისევ. მან ტყის თავზე იწყო ფრენა და თავისი პატარა ფრთებით წყლის წვეთებს ასხურებდა ცეცხლს. ჩიტუნია არ ნებდებოდა, გამალებით დაფრინავდა მდინარესა და ალმოდებულ ტყეს შორის.

ანგელოზებმა, რომლებიც დიდხანს აკვირდებოდნენ მის თავგანწირულ მცდელობას, ბოლოს ჰკითხეს:

– რატომ აკეთებ ამას? ხომ არ გგონია, რომ წვეთებით ჩააქრობ აბობოქრებულ ხანძარს?

– ტყემ ბევრი რამ მომცა. აქ დავიბადე და გავიზარდე. ტყემ მასწავლა ცხოვრება, ის მაძლევდა საზრდოს, აქ არის ჩემი სახლი, ჩემი სამყარო და როცა მას უჭირს, მე მზად ვარ მის მსახურებაში ბოლომდე გავიღო ჩემი ძალ-ღონე. – უპასუხა ჩიტმა.

ამ პატარა ჩიტუნიას გულში არსებული უზარმაზარი სიყვარულით მოხიბლულმა ანგელოზებმა, ხანძარი ჩააქრეს და ამგვარად გადაურჩა ტყე გადაურჩა განადგურებას.

P.S. გააგრძელეთ სიყვარულით მსახურება, თუნდაც თავს პატარა ჩიტუნიად გრძნობდეთ უზარმაზარი ხანძრის წინაშე. არცერთი წვეთი არ არის ზედმეტი. შესაძლოა, სწორედ თქვენი ერთი წვეთი აღმოჩნდეს გადამწყვეტი.