იგავი ღმერთისადმი ერთგულებაზე

102

ერთმა წარმართმა მეფემ ქრისტიან ეპისკოპოსს საკუთარი რწმენის უარყოფა მოსთხოვა.

− არ შემიძლია! – უპასუხა ქრისტიანმა.

− რატომ? განა არ იცი, რომ შენი სიცოცხლე ჩემს ხელთაა? ხელის ერთი დაქნევა და შენ უკვე აღარ იქნები ცოცხალი!

− ვიცი, − უპასუხა ქრისტიანმა, − მაგრამ წარმოიდგინე, რომ შენი ყველაზე ერთგული მსახური შენს მტრებს ჩაუვარდათ ხელში… ისინი ცდილობდნენ მის გატეხვას, უბიძგებდნენ შენი ღალატისკენ, მაგრამ ის ურყევი დარჩა… აწამებდნენ, დასცინოდნენ, მაგრამ ვერაფრით გატეხეს მისი სიმტკიცე. ყველაფერი ამაო იყო… მითხარი, მეფეო, გალანძღული, შეურაცხყოფილი და შემოძარცვული რომ დაბრუნდეს შენი მონა შენთან, განა არ დააჯილდოებ მას დიდებითა და პატივით იმისათვის, რომ არ გიღალატა და შენი ერთგული დარჩა? განა არ მისცემ მას საუკეთესო სამოსს და საუკეთესო ადგილს შენს სამეფოში?

მეფე დაფიქრდა.

− შენ შეგიძლია გამხადო აქაური სამოსელი, ანუ სიცოცხლე წამართვა, მაგრამ უფალი ახალი, უკეთესი სამოსით შემმოსავს. ის მე მარადიულ სიცოცხლეს მომცემს. მე ხომ ერთგულება დავუმტკიცე ჩემს უფალს და ყოველთვის მისი ერთგული ვიქნები!

„…სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.“ (გამოცხადება 2:10).

ჩატვირთვა...