ნუ დაიბინძურებ გულს წყენით (იგავი)

175

ერთხელ მოწაფე  მივიდა  თავის  მასწავლებელთან  და უთხრა: თქვენ  ასეთი  ბრძენი  ხართ  და  სულ  კარგ  ხასიათზე  იმყოფებით, არასოდეს  ბრაზდებით, დამეხმარეთ მეც გავხდე თქვენნაირი.

მასწავლებელი  დათანხმდა; ერთ ტომარაში კარტოფილი ჩაყარა და უთხრა:

– თუ ვინმე გაგაბრაზებს  და  შენ იმ ადამიანის მიმართ წყენას  ჩაიდებ გულში, მაშინ აიღე  ერთი  კარტოფილი, ცალ  მხარეს  შენი  სახელი  დააწერე,  მეორე  მხარეს  იმ ადამიანის  ვინც  გაწყენინა  და ტომარაში  ჩადე. ეს  ტომარა  მუდამ თან ატარე.  ასე  მოიქეცი ყოველთვის  როდესაც გაწყენინებენ.

მოწაფეს  გაუკვირდა, მაგრამ მაინც დათახმდა.

გავიდა დრო. ტომარა ივსებოდა  კარტოფილებით და  მძიმდებოდა.  მოწაფეს  უკვე  უჭირდა ტომარის ტარება ყველგან,  თანაც,  ადრე ჩაგდებული  კარტოფილი  გაფუჭდა,  ლპობა იწყო  და მძაფრი  სუნი  აუვიდა.

მოწაფე  მივიდა  მასწავლებელთან  და  უთხრა:

– ეს  შეუძლებელია!  დავიწყოთ იმით, რომ ტომარა  ძალიან დამძიმდა, გარდა ამისა  კარტოფილი  დალპა. იქნებ ამის ნაცვლად სხვა რამ შემომთავაზოთ.

მასწავლებელმა შეხედა მოწაფეს და უპასუხა:

– ზუსტად  ასეთი  რამ ხდება  შენს  გულშიც როდესაც  შენ ვინმეზე  ბრაზდები, ან ნაწყენდები. იმ დროს შენს გულში  ჩნდება მძიმე  ლოდები. მართალია დასაწყისში შენ ამას ვერ  ამჩნევ, მაგრამ დროთა განმავლობაში  ეს  ლოდები  უფრო და  უფრო  მძიმდება და აუტანელ ტვირთად იქცევა.

არასწორი ქცევები  გადადის  არასწორ ჩვევებში, ჩვევები  გადადის ხასიათში, ხოლო  ხასიათი ბადებს  ასეთივე  გახრწნილ ვნებებს.  ამ ტვირთის თავიდან მოცილება ადვილია, რადგან ის ზედმეტად მძიმეა  საიმისოდ, რომ მუდამ  თან ატარო.

მე მოგეცი  საშუალება  გარედან  გედევნებინა თვალი მთელი ამ პროცესისათვის. ყოველთვის, როდესაც შენ გადაწყვეტ ვინმეს მიმართ  წყენა  ჩაიდო გულში, ან  თავად აწყენინო ვინმეს, მაშინ  დაფიქრდი –  გინდა  კი ამ მძიმე ლოდის ტარება?!   გინდა კი ამ წყენისგან გამოწვეული ვნებების გულში დატოვება, კარგად დაიმახსოვრე წყენა არის ის რაც იმ დამპალი კარტოფილის მსგავსად აავსებს შენს გულს სიბინძურით!

ჩატვირთვა...