მუდმივად მოუცლელნი და დაკავებულნი

248

მას შემდეგ, რაც ბოროტმა ძალებმა გააცნობიერეს, რომ უფალთან მიახლებულ ადამიანებზე ძალას კარგავდნენ, შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, დრო მოეპარათ მათთვის და ასეთი რამ მოიფიქრეს:

„ჩავუნერგოთ ადამიანებს სიმდიდრისა და მატერიალური კეთილდღეობისაკენ ლტოლვა.
დავუტვირთოთ გონება ახალი ამბებითა და აზარტული თამაშებით გამდიდრების ილუზიით.

დავარწმუნოთ ქალებიცა და კაცებიც, დიდხანს დარჩნენ სამსახურში, რათა დრო აღარ ჰქონდეთ ერთმანეთის მისახედად… და არ მიეცეთ ერთმანეთის სიყვარულისა და შვილებთან ურთიერთობის საშუალება, ამიტომ სიყვარულის ძებნა სხვაგან დაიწყონ და გახდნენ მარტოსულები… ჩვენ კი თითოეულ მათგანს არაფხიზელი ცხოვრების სტილით “დავეხმაროთ”, რაც იქნება დასაწყისი შერყეული ჯანმრთელობის, დასამარებული ურთიერთობებისა და მარტოსულობის.

საღვთო დღესასწაულებზე ამაო ფაციფუცით გავართოთ მათი გონება, რათა შვილებს ვეღარ აუხსნან ამ დღესასწაულების ჭეშმარიტი მნიშვნელობა.

მოვახერხოთ, რომ დასასვენებლად წასულნი კვლავ დაღლილნი დაბრუნდნენ, ვერ შეძლონ ბუნებაში გასვლა და უფლის ქმნილებათა მშვენიერებით ტკბობა…

დაე, ყველა ქრისტიანი მუდამ დაკავებული, დაკავებული, დაკავებული იყოს!

წავლეკოთ მათი ცხოვრება იმ რაოდენობის „კარგი საქმეებით”, რომ ძალების მოსაკრებად იესოსთან მისვლის, ლოცვის დრო აღარ დარჩეთ… და, მათ დაკარგონ იმედი უფლისა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით დაიწყონ ცხოვრება.”

ბოროტი ძალები გაეშურნენ დავალების შესასრულებლად, მას შემდეგ ისინი მუდმივად აიძულებენ ქრისტიანებს, იყვნენ რაც შეიძლება მოუცლელნი და დაკავებულნი და სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო დაუთმონ ღმერთსა და ლოცვას, ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს…

ჩატვირთვა...