მშვენიერი საჩუქარი

144

ერთი ყმაწვილი კოლეჯს ამთავრებდა. მას ძალიან მოსწონდა სპორტული მანქანა, რომელიც საგამოფენო დარბაზში იდგა და მყიდველს ელოდა. ყმაწვილმა იცოდა, რომ თავის მამას საკმარისი ფული ჰქონდა იმისათვის, რომ ეს მანქანა ეყიდა მისთვის და გაანდო კიდეც ეს სურვილი მას. კოლეჯის დამთავრების დღეს მამამ ის თავის ოთახში გაიხმო და უთხრა, რომ ძალიან ამაყობდა, ასეთი კარგი შვილი რომ ჰყავდა და გადასცა ლამაზად შეფუთული ყუთი.

ყმაწვილმა გახსნა ყუთი და იმედგაცრუებულმა შენიშნა, რომ ყუთში ბიბლია იდო. გაბრაზებულმა ყუთი ისევ მამას მიუგდო და უთხრა: „ამდენი ფული გაქვს და ბიბლია მიყიდე?“ ამ სიტყვებთან ერთად სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა და მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

მრავალი წელი გავიდა. ეს ყმაწვილი წარმატებული ბიზნესმენი დადგა, ჰქონდა ლამაზი სახლი და ჰყავდა ბედნიერი ოჯახი, მაგრამ გამუდმებით ფიქრობდა თავისი მოხუცი მამის შესახებ, რომელიც კოლეჯის დამთავრების დღიდან არ ენახა.

მანამ, სანამ გადაწყვეტდა მამის მოსანახულებლად წასვლას, შეატყობინეს, რომ მამა გარდაცვლილიყო და მთელი ქონება მისთვის დაეტოვებინა. კაციც მაშინვე გაეშურა თავისი მშობლიური სახლისკენ. იქ მისულს საშინელი სინანული და სევდა დაეუფლა.

მან მამის საბუთებში დაიწყო ქექვა და იპოვა ის ბიბლია, რომელიც მას კოლეჯის დამთავრების დღეს აჩუქა მამამ. ცრემლმორეულმა გადაშალა ბიბლია და დაიწყო კითხვა. უცბად მანქანის გასაღები გადმოვარდა ბიბლიის ფურცლებს შორის მოთავსებული კონვერტიდან. ეს სწორედ იმ მანქანის გასაღები იყო, რომელიც საჩუქრად უნდოდა კაცს წლების წინ.

რამდენჯერ ხელიდან გაგვიშვია ღვთის კურთხევა, როცა ღმერთი ისე შეფუთულს არ გვიგზავნის მას, როგორც ეს ჩვენ გვინდა?

ჩატვირთვა...