მცირე კომპრომისი (იგავი)

132

ეგვიპტელ ასკეტ ბერს, რომელსაც დიდხანს ებრძოდა ეშმაკი, ერთხელ თავად გამოეცხადა იგი და უთხრა: სამ ცოდვას გეტყვი − კაცის კვლას, მრუშობას და ღვინით დათრობას. ამ სამიდან ერთ-ერთი ჩაიდინე, თავს დაგანებებ და მშვიდად განაგრძე ცხოვრებაო.

ბერი ფრიად შეწუხებული ჰყავდა ეშმაკს, ამიტომ დაფიქრდა და თქვა: თუ კაცს მოვკლავ − სულს ძალიან დავიმძიმებ, თუ ვიმრუშებ − ამდენ ხანს წმინდად მიცხოვრია და ჩემს ღვაწლს მთლიანად წყალში ჩავყრი, მოდი, დავთვრები, დავიძინებ, გამოვფხიზლდები და ასე გადავრჩებიო.

მან მცირე ცოდვად მიიჩნია დათრობა და ჩანაფიქრის აღსასრულებლად ქალაქში წავიდა. დათვრა, მთვრალს კი გვერდით მეძავი მიუჯდა და ფიზიკური ურთიერთობა შესთავაზა. ღვინით გათანგულმა ბერმა ვეღარ მოთოკა თავი და ქალს სახლში გაჰყვა. მოულოდნელად, ქალის ქმარი წამოადგათ თავს და ბერს ცემა დაუწყო. მანაც ხელი შეუბრუნა და ორთაბრძოლა გაიმართა, რაც ბერის მიერ ქმრის მოკვლით დასრულდა…

მორალი: არ არსებობს მცირე კომპრომისი ცოდვასთან, ის ყოველთვის ხდება ცოდვილი ცხოვრების დასაწყისი.

ჩატვირთვა...