მძიმე ჯვარი

205

ახალგაზრდა კაცს დიდხანს მიჰქონდა თავისი ჯვარი, რომელიც მძიმე ტვირთად ჰქცეოდა მას. ბოლოს, ხელი გაუშვა ჯვარს, მუხლებზე დაეცა და ღმერთს შეჰღადადა: „უფალო, აღარ შემიძლია გზის გაგრძელება. ძალიან მძიმე ჯვარი მაქვს წამოკიდებული.“

ღმერთმა მიუგო: „ჩემო შვილო, თუ ვერ ერევი შენი ჯვრის სიმძიმეს, ამ ოთახში დადე ის. შემდეგ სხვა კარი გააღე და რომელი ჯვარიც გსურს, ის აირჩიე.“

ახალგაზრდა კაცმა შვებით ამოისუნთქა, უფალს მადლობა გადაუხადა და სხვა კარი გააღო. მიმოიხედა ოთახში და ბევრი სხვადასხვანაირი ჯვარი დაინახა. ზოგი იმხელა იყო, რომ თვალს ვერ უწვდენდა მათ სიმაღლეს. ბოლოს მან ერთი პაწაწინა ჯვარი შენიშნა ოთახის კუთხეში. „აი, ის ჯვარი მინდა, ღმერთო“, – დაიჩურჩულა მან. ღმერთმა მიუგო: „შვილო, ეს ის ჯვარია, შენ რომ დადე ამ ოთახში.“

წყარო:

ჩატვირთვა...