ორი მგელი

161

ერთხელ მოხუცმა თავის შვილიშვილს გაანდო ცხოვრების ერთ-ერთი საიდუმლო:

– ყველა ადამიანში ბრძოლაა გამართული, რომელიც ძალიან ჰგავს ორი მგლის ჩხუბს. ერთი მგელი წარმოადგენს ბოროტებას, შურს, ეჭვს, ეგოიზმს, ამბიციას, ტყუილს;

ხოლო მეორე − სიკეთის სიმბოლოა: მშვიდობის, სიყვარულის, იმედის, ჭეშმარიტების და ერთგულების.

შვილიშვილი დაფიქრდა და ჰკითხა:

– რომელი მგელი იმარჯვებს ბოლოს?

მოხუცმა გაიღიმა და მიუგო:

– ყოველთვის იმარჯვებს ის მგელი, რომელსაც აჭმევ.

ჩატვირთვა...