სამართლიანობა (იგავი)

324

ერთ მოხუცს ჰკითხეს: „რა არის სამართლიანობა? როგორ უნდა მოიქცე სამართლიანად?“

მან მიუგო: „არსებობს ადამიანის სამართლიანობა და არსებობს უფლის სამართლიანობაც.“

– „რა არის უფლის სამართლიანობა?“ – ჰკითხეს მას.

მაშინ მოხუცმა შემდეგი მაგალითი დაასახელა:

„წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი მივიდა სტუმრად მეგობართან. მათ ათი ქლიავი ჰქონდათ. ერთმა რვა შეჭამა და მეორეს დაუტოვა ორი. ეს სამართლიანია?“

– „არა,“ – ერთხმად უპასუხეს, – „არ არის სამართლიანი!“

მოხუცმა გააგრძელა: „მაშ, ასე ვთქვათ: ორ მეგობარს ათი ქლიავი ჰქონდა. მათ ზუსტად გაიყვეს ისინი და შეჭამეს ხუთ-ხუთი ცალი. სამართლიანია?“

– „კი, სამართლიანია!“ – წამოიძახა ყველამ.

„ეს ადამიანური სამართლიანობაა,“ – შენიშნა მოხუცმა. – „არის კიდევ უფლის სამართლიანობა!

წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი მიხვდა, რომ მეორეს ძალიან უყვარს ქლიავი და უთხრა:

– „მოდი, შენ ჭამე ეს ქლიავი, მე არც ისე ძალიან არ მიყვარს და თან მუცელსაც მტკენს! სულ ერთი ცალის ჭამა შემიძლია.“

– „მიეცი სხვას ის, რაც მას უნდა, მიეცი სულ და არა ნახევარი. მიეცი მას კარგი და შენთვის ნაკლები დაიტოვე. ესაა უფლის სამართლიანობა,“ – ასე დაასრულა მოხუცმა თავისი ამბავი.

ჩატვირთვა...