უბიძგე ქვას (იგავი)

133

ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც ძალიან უნდოდა ღმერთისთვის ეამებინა და ამიტომაც დღედაღამ ლოცულობდა, სანამ ერთ დღეს ღმერთმა უთხრა: „მინდა, რომ წახვიდე და გარეთ რომ დიდი ქვაა, იმას უბიძგო.“

კაცს გაეღვიძა დილით და აღფრთოვანებული გაიქცა იმ უზარმაზარი ქვის მოსაძებნად, რომ შეესრულებინა ის, რაც ღმერთმა უთხრა.

კაცი ქვას აწვებოდა, მაგრამ არაფერი ხდებოდა. მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ქვის დაძვრას ადგილიდან.

მომდევნო დღეს მან იგივე გააკეთა, მაგრამ ქვა ერთი სანტიმეტრითაც არ დაძრულა ადგილიდან. კაცი ერთსა და იმავეს აკეთებდა სამი თვის განმავლობაში, სანამ ერთხელ, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა, თავი არ დაანება ამ საქმეს.

იმ ღამით სიზმარი ესიზმრა და ზეციურმა ხმამ ჰკითხა მას:

– „რატომ შეწყვიტე ამ საქმის კეთება?“

– „არაფერი მომხდარა, ქვა ადგილიდანაც არ დაძრულა,“ – მიუგო კაცმა.

– „არაფერი მომხდარა? შეხედე შენს თავს! შეხედე, რა დაჟინებული და ყურადღებიანი გახდი. შეხედე, როგორ გაგიმაგრდა კუნთები. შენ ის ადამიანი აღარ ხარ, როგორიც იყავი მაშინ, როცა ამ საქმის კეთება დაიწყე. გარდა ამისა, მე შენთვის არ მითქვამს, რომ ქვა ადგილიდან უნდა დაგეძრა. მე მხოლოდ მისი ბიძგება დაგავალე. მე თავად დავძრავ ამ ქვას, როცა დრო მოვა.“

P.S. უბიძგეთ ქვას და არ შეწყვიტოთ ამის კეთება. ის მაშინ დაიძვრება, როცა სათანადო დრო დადგება და ეს მოხდება მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად მოელით.

„ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, შენი ძალისამებრ გააკეთე…“ (ეკლესიასტე 9:10)

ჩატვირთვა...