ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი

0

უნივერსიტეტში სწავლის მეორე თვეს პროფესორმა თავის მიერ დაწერილი კითხვები მოგვიტანა, რათა პასუხები გაგვეცა. კარგი სტუდენტი ვიყავი და ყველა კითხვას ადვილად გავეცი პასუხი, მაგრამ ბოლო კითხვამ დამაბნია: „რა ჰქვია უნივერსიტეტის დამლაგებელ ქალს?“

ვიფიქრე, რომ ნამდვილად ხუმრობა იქნებოდა ეს. სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი ის ქალი. მაღალი, შუა ხნის შავთმიანი ქალი იყო. საიდან უნდა მცოდნოდა მისი სახელი? კითხვაზე პასუხი არ დამიწერია. დროის ამოწურვამდე ერთა სტუდენტმა იკითხა, ბოლო შეკითხვისათვის ქულა თუ იწერებოდა. „რა თქმა უნდა“, მიუგო პროფესორმა. „თქვენი კარიერის განმავლობაში უამრავ ადამიანს შეხვდებით. ყველა მნიშვნელოვანია. ისინი იმსახურებენ თქვენს ყურადღებას და ზრუნვას, თუნდაც მხოლოდ „გამარჯობის“ თქმა და გაღიმება შეგეძლოთ.“

არასოდეს დამავიწყდება ეს გაკვეთილი. ისიც გავიგე, რომ დამლაგებელ ქალს დოროთი ერქვა.

წყარო:

  • 27
    Shares