ყველაზე ძვირფასი (იგავი)

109

ერთი ყმაწვილი ბავშვობაში მეგობრობდა მოხუც მეზობელთან, მაგრამ დრო მალე გადიოდა. დადგა კოლეჯში ჩაბარების დრო. გაჩნდა ახალი გატაცებანი. შემდეგ სამსახური და პირადი ცხოვრება. ახალგაზრდა კაცი ისეთი დაკავებული იყო, რომ დრო არ ჰქონდა წარსულის გასახსენებლად. არც ახლობლებთან ყოფნის დრო არ ჰქონდა.

ერთხელ მან გაიგო, რომ მოხუცი მეზობელი გარდაცვლილიყო და უცებ გაახსენდა, რომ მოხუცმა მას ბევრი რამ ასწავლა, რადგან ცდილობდა, რომ ბიჭუნასთვის გარდაცვლილი მამის მაგივრობა გაეწია. საკუთარი დანაშაული გააცნობიერა ახალგაზრდა კაცმა და დაკრძალვაზე გაემგზავრა.

დაკრძალვის შემდეგ, საღამოს, ახალგაზრდა კაცი მოხუცი მეზობლის დაცარიელებულ სახლში შევიდა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მრავალი წლის წინ. აი, მხოლოდ პატარა ოქროსფერი ყუთი, რომელშიც, მოხუცის სიტყვებით, მისთვის ძვირფასი ნივთი ინახებოდა, მაგიდიდან გამქრალიყო. კაცმა იფიქრა, რომ მოხუცის რომელიმე ნათესავმა წაიღო იგი.

ორი კვირის შემდეგ მან ამანათი მიიღო. თავისი მოხუცი მეზობლის სახელის დანახვისას მან სწრაფად გახსნა ამანათი. მასში სწორედ ის ოქროსფერი ყუთი იდო. ყუთში ჯიბის ოქროს საათი დახვდა, რომელზეც ამოტვიფრული იყო: „გმადლობ იმ დროისათვის, რომელიც შენ ჩემთან გაატარე“.

ახალგაზრდა კაცი მიხვდა, რომ მოხუცი მეზობლისათვის ყველაზე ძვირფასი თავის პატარა მეგობართან გატარებული დრო იყო. მას შემდეგ ეს ადამიანი ცდილობდა უფრო მეტი დრო გაეტარებინა ცოლსა და ვაჟიშვილთან ერთად.

ცხოვრება არ იზომება იმით, თუ რამდენჯერ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ. ცხოვრება იმ წუთების რაოდენობით იზომება, რომელთა გამოც სუნთქვა გვეკვრის.

დრო ყოველ წუთს გადის და ის ახლავე უნდა გამოვიყენოთ.

ჩატვირთვა...