ყინულს სიყვარული გაალღობს…

99

ერთხელ მასწავლებელი და მოსწავლე სეირნობდნენ მდინარის პირას.

– მასწავლებელო, რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის? – იკითხა მოწაფემ. – ადამიანები ცდილობენ ურთიერთობას, კითხულობენ წიგნებს, რომლებიც ურთიერთგაგებაზე გვასწავლის, და აწყდებიან უხილავ კედელს. რატომ არის ასე? ნუთუ არ შეიძლება ამის სწავლება?

– წამოდი ჩემთან, – უთხრა მასწავლებელმა და გაყინულ ტბაზე გაიარა შუაგულამდე. – დაიხედე ძირს. ხედავ რამეს? რის დანახვა შემიძლია სქელ ყინულში?

იქ, ყინულის ქვეშ, მთელი სამყაროა, შენთვის უცნობი. გაათბე ყინული და ის წყლად იქცევა, რომელიც მთელ ქვეყანას სიცოცხლეს აძლევს, მაგრამ ამას რომ ახლა წყალი დაასხა, ის გაიყინება და კიდევ უფრო სქელი ფენა წარმოიქმნება. იმ ყინულს, რომლის შესახებაც შენ მკითხე, მხოლოდ სიყვარული გაალღობს.

ჩატვირთვა...