შავი ლაქა

101

ერთმა მოხუცმა მოუხმო თავის მოსწავლეებს და აჩვენა სუფთა ფურცელი, რომლის შუაშიც დიდი, შავი წერტილი მოჩანდა.

− რას ხედავთ სურათზე? − იკითხა მოხუცმა.

− წერტილს, − თქვა ერთმა.

− შავ წერტილს, − დაუდასტურა მეორემ.

− მსხვილ შავ წერტილს, − დააზუსტა მესამემ.

მასწავლებელს დაღონება შეეტყო.

− რატომ დაღონდით? − გაუკვირდათ მოსწავლეებს.

− იმიტომ, რომ ყველა თქვენგანმა შეამჩნია პატარა შავი წერტილი და ვერავინ შეამჩნია თეთრი ფურცელი…

დასკვნა: ადამიანის შეფასების დროს მთავარი ყურადღება მის ღირსებებზე უნდა უნდა გავამახვილოთ და არა „იმ შავ ლაქაზე,“ რომელიც შეიძლება ზღვაში წვეთი იყოს მის ღირსებათა ფონზე…

ჩატვირთვა...