ცუდი ჩვევები (იგავი)

136

ერთმა მდიდარმა კაცმა მოხუც ბრძენს სთხოვა, რაღაც ეღონა იმისათვის, რომ მისი ვაჟი ცუდ ჩვევებს გადაჩვეულიყო.

მოხუცმა ბრძენმა ვაჟი წაიყვანა ბაღში სასეირნოდ. უცებ შეჩერდა და ბიჭს იქვე, ბილიკთან ამოსული პაწაწინა მცენარის ამოგლეჯა სთხოვა.

ბიჭმა ორი თითით ადვილად ამოგლიჯა მცენარე მიწიდან.

შემდეგ მოხუცმა ბრძენმა ოდნავ უფრო დიდი მცენარის ამოგლეჯა სთხოვა. მანაც ადვილად ამოგლიჯა იგი თავისი ფესვებითურთ.

„ახლა ის ამოიღე მიწიდან“, – უთხრა მოხუცმა და იქვე ახლოს მდგარ ბუჩქზე მიუთითა. ბიჭს მთელი თავისი ძალის გამოყენება დასჭირდა, რომ ბუჩქი მიწიდან ამოეგლიჯა.

„ახლა კი, აი, ის ამოგლიჯე“, – უთხრა ბრძენმა და დიდ ხეზე მიანიშნა. ბიჭმა ხელები შემოჰხვია ხეს და შეეცადა მის ამოღებას, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. „არ შემიძლია, ეს შეუძლებელია“, – თქვა ამდენი მცდელობის შემდეგ დაქანცულმა ბიჭმა.

„ასევეა ცუდი ჩვევების შემთხვევაშიც,“ – უთხრა მოხუცმა მასწავლებელმა. – „როცა ჯერ კიდევ ახალი ამოსულია ისინი, ადვილია მათი ამოგლეჯა, მაგრამ როცა ფესვებს გაიდგამს, უკვე შეუძლებელია მათი ამოძირკვა.“

მოხუცი ბრძენის გაკვეთილმა მთლიანად შეცვალა ბიჭის ცხოვრება.

ჩატვირთვა...