ცხოვრების გაკვეთილები

145

ერთ კაცს ჰყავდა ოთხი ვაჟი. მას უნდოდა შვილებისთვის ესწავლებინა, რომ მოვლენების შესახებ ნაადრევად არ ემსჯელათ. სწორედ ამიტომ, მან ისინი მსხლის ხის მოსაძებნად და სანახავად გაგზავნა, რომელიც საკმაოდ შორის იყო.

პირველი ვაჟი წავიდა ზამთარში, მეორე − გაზაფხულზე, მესამე − ზაფხულში და ყველაზე უმცროსი − შემოდგომაზე.

მაშინ, როდესაც ოთხივე დაბრუნდა, მამამ დაუძახა მათ და სთხოვა ნანახის შესახებ მოყოლა.

პირველმა ვაჟმა თქვა, რომ ხე უშნო და დაგრეხილი იყო.

მეორე ვაჟმა თქვა: „არა, ის მწვანე კვირტებით იყო დაფარული და ჩანდა, რომ დიდად მსხმოიარე იქნებოდა.“

მესამე ვაჟი არ დაეთანხმა. მან თქვა, რომ ხე ყვაოდა. ეს ყვავილები მშვენიერი იყო და საოცარ სურნელს აფრქვევდა. ეს გახლდათ ყველაზე დიდებული სანახაობა, რაც კი ოდესმე ეხილა მას.

უმცროსი ვაჟიც არ დაეთანხმა დანარჩენებს და თქვა, რომ ხე დახუნძლული იყო მწიფე ნაყოფით და მათი სიმძიმისგან ტოტებდაშვებული იდგა.

შემდეგ კაცმა განუმარტა თავის შვილებს, რომ თითოეული მათგანი სიმართლეს ამბობდა, რადგან ოთხივეს ერთი და იგივე ხე ენახა, ოღონდ ხის სიცოცხლის სხვადასხვა დროს. მამამ თქვა, რომ არ შეიძლება ხის ან ადამიანის განსჯა  წელიწადის ერთი რომელიმე დროის მიხედვით; თქვა, რომ ის სიყვარული, სიხარული და სიამე, რომელთაც მათგან ვიღებთ, მხოლოდ მაშინ უნდა გავზომოთ და ავწონოთ, როცა წელიწადის ყველა დრო მიილევა, როცა სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდება.

ზამთარში თუ დანებდები და ბრძოლას აღარ გააგრძელებ, ვერ იხილავ, რას გპირდება გაზაფხული, ვერც ზაფხულის მშვენიერებას და შემოდგომის სისავსეს ვერ იხილავ. წელიწადის ერთი დროის ტკივილს სხვა დროების სიხარულის განადგურების ნებას ნუ მისცემ.

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan