ადამიანო, გეძახის ღმერთი!..

255

მიდიხარ, თითქოს არ თავდება გზა,
სადღაც შორს დარჩა სიმარტოვე,
მიდიხარ, ისევ გეძახის ცა…
მიწა ვერა და ვერ მიატოვე.
დასვრილი სულით მიიწევ არსად,
შორია ზეცა, წყურვილი გახრჩობს,
როგორ გწადია არყოფნა ახლა,
როგორც არასდროს, არყოფნას ნატრობ…
ძველია ქუჩა, ჟანგი ჭამს ფიქრებს,
ხელებს დახეთქილს დაეტყოთ დაღლა,
დროის ხელწერა ჩამოთოვს ფიფქებს,
ფიქრობ და ახლა არ გინდა არსად.
დაჩრჩილულ სულში სიმთელეს ეძებ,
გეძახის ზეცა, ვერ სცდები ტალახს…
გულს – ჩამოფლეთილს – ხელისგულს ადებ,
ტკივილის კლანჭებს უმალავ განცდას.
თვალებში ელავს სიშლეგე დროის,
საავდრო ღრუბელს მოჰყვება ტანჯვა,
ისევ ღვარცოფად იწვიმებს სულში,
ისევ მიდიხარ… არ იცი… სადღაც…
ადამიანო, გეძახის ღმერთი…
საით გარბიხარ, შენ გიხმობს ზეცა,
შენი წარსული უტვირთავს ზურგით,
შენი ტკივილი გულით თან დააქვს.
ადამიანო, რას ეძებ ქვეყნად?!…
ეძებ და რაც გაქვს, იმასაც კარგავ…
დახსნილი ხარ და მონობას ეტრფი,
კურნება გაქვს და ჭრილობებს მალავ.
გეძახის ღმერთი, გეძახის ჯვართან,
გიხმობს უფალი, დაბრუნდი, შვილო,
მიეცი გული, გაგითბოს მამამ…
ადამიანო, უფალი გიხმობს!…

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan