აზრები ქარებს მიაქვთ

169

კალამი მიკანკალებს ხელში,

ცარიელი ფურცელი უღონოდ გდია,

რაღაცის დაწერა მინდა,

თუმცა აზრები ქარებს მიაქვთ.

ცარიელია გულიც, გონებაც,

ჩემი ფიქრები უპატრონოდ ყრია.

თითქოს ახლოს ვარ, ღმერთო, შენთან

და მაინც შორს ვარ.

სიტყვებს ლოცვისას მარცვლავენ ბაგენი

და მაინც მშია.

სხეული?

სხეული არაფერია, როცა სულს უწყალოდ სტკივა.

ცარიელ ფურცელზე სიტყვები წვეთავენ,

სიტყვები ცრემლებთან ერთად.

თითქოს არ მინდოდა ჩემი თავისთვის სასჯელის მისჯა…

რატომ ვარ ასე შორს შენგან…

მინდა…

თუმცა რა მინდა,

ვეღარ გამიგია,

სული გამიცივდა,

ცეცხლი ჩაქრა,

ღმერთო, მცივა…

გაშალე ხელები,

მკლავები შემომხვიე,

სხვას ვიღას ვახსოვარ, ვიღას…

წინ რა მეღობება,

რა მაბრკოლებს,

გული ნაწილებად დაგლიჯა მწუხარებამ

და სადღაც შორს მიაქვს.

ღმერთო, დამიბრუნე გული,

სანამ მკერდი უგულოდ დამრჩენია,

სანამ შემიძლია ზეცისკენ ყურება და

სანამ პირი დაუღია მიწას.

დამიბრუნე სიცოცხლე, ღმერთო,

დამიბრუნე სითბო,

გამახსენე ყველა სიტყვა,

რაც კი ოდესმე გითქვამს.

თვალებს ვხუჭავ…

კალამი უსხლტება თითებს…

სავსე ფურცელი უღონოდ გდია,

ცრემლები წვეთავენ,

დროის ნაფლეთები გარშემო ყრია.

ქრისტეო ღმერთო,

შენს წმინდა მთასთან მოსვლა

და შენ ფერხთით მუხლის მოყრა მინდა.

 

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan