გისმენ, უფალო

113

ახლოს ხარ, ახლოს, მესმის შენი ხმა,
როგორ მეძახი, მიხმობ სახელით,
აქ ვარ, უფალო, შენი მორჩილი,
შენი წყალობის ხარჯზე სულდგმული,
მე გავიგონე ჩემი სახელი,
როგორ მეძახდი: „შვილო, აქ მოდი.“

გისმენ, უფალო, გამჩენო ქვეყნის,
გიგდებ გულისყურს,
შენ წინ ძრწოლით ვთრთი.

შენი ქმნილება, ხელთა ნაძერწი
ვღვრი სულსა ჩემსა მე შენს ფეხთა წინ.
უფალო, ვიცი, უშენოდ არ მაქვს ხსნა,
უფალო, ვიცი, რომ არ მაქვს მე სხვა გზა.

სხვას ვის ვუწოდო ჩემი მფარველი?
ან ვის დავეყრდნო მტკიცედ მარჯვენით?
ან ვისთან მივალ, მე ვისთან დავღვრი
სათქმელსა ჩემსა, დარდებს გულისას?

ან ვინ მოისმენს, ვინ ანუგეშებს
ნაღვლიან ჩემს გულს გასაჭირისას?
შენ, მხოლოდ შენ გარქმევ სახელად „უფალს”,
შემქმნელს როგორც ცის, აგრეთვე მიწის.

შენ, მხოლოდ შენ გცემ მიწამდე თაყვანს
და გემონები მორჩილი სულით.
ხომ შემიბრალებ?
ხომ შემიწყნარებ?
შენს ფრთათა ჩრდილქვეშ ხომ შემიფარებ?

დიახ, მე მესმის შენი, უფალო,
მესმის და აგერ, მოვედი შენთან.
გისმენ, მითხარი სათქმელი შენი,
შენკენ აღვაპყარ მე სული ჩემი.

რუსუდან შატაკიშვილი

ჩატვირთვა...