დამიფარე სიმშვიდეში

124

სულს, რომელიც შენ გენდობა,

იფარავ სიმშვიდეში.

მე კი სად დავდივარ,

უდაბნოში,

ხორშაკი ქარებისგან ვიფიტები,

თვალები მევსება ქვიშით და ცრემლებით,

დიუნებში ვიმარხები.

ის, ვინც შენ გენდობა,

ისვენებს სიმშვიდეში.

მე…

მე კი ღიმილი მივიწებე

და ვინიღბები.

სადაც საჭიროა − ვიღიმები,

მერე მარტოობით ვიყინები…

ჩემს სულს დაედო მიწისფერი,

გზა ხელში მეჭირა და დამეკარგა,

ჩემ წინ ჰორიზონტი გახდა სისხლისფერი.

მივდივარ და როდემდე ვივლი,

ტკივილით ვინისლები…

ღმერთო…

მინდა გენდო,

დამიფარე სიმშვიდეში…

 

03.01.2016

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan