დღე უკანასკნელი

150

დღე უკანასკნელი,
ვიდრე შეგიპყრეს,
დაგტანჯეს,
გგვემეს…
დღე უკანასკნელი,
ვიდრე დაგამცირეს,
დაგცინეს
თავმდაბალ მეფეს.
დღე უკანასკნელი,
ვიდრე ამბორით გაგყიდეს,
გაფურთხეს,
გცემეს…
ვიდრე შენი შუბლი შეეგება ეკლებს
და ვიდრე მათრახით დაგფლითეს მერე…
დღე უკანასკნელი,
ვიდრე გაწამეს,
ჯვარზე გაგაკრეს…
ვიდრე მიამსჭვალებდნენ შენს ხელებს…
დღე უკანასკნელი,
ვიდრე შეებმები ტკივილს,
ვიდრე ილოცებ,
ვიდრე გეთსიმანია იგემებდეს შენი ოფლისა და სისხლის წვეთებს…
დღე უკანასკნელი,
ვიდრე მოკვდებოდე,
ვიდრე დაამარცხებდე ვნებებს…

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...