თუმცა დაცემული ვარ − აღვდგები

225

თუმცა დაცემული ვარ − აღვდგები,

აღვდგები, რათა ვიარო შენკენ, იესო,

შენი გავლილი გზა მეც გავიარო,

ნაბიჯებს მინათებდეს საკვირველი შენი ნათელი.

თუმცა დაცემული ვარ − აღვდგები,

აღვდგები, რათა შენ ფერხთით მოვიდე, იესო,

სული გადმოვღვარო,

გითხრა მთელი ჩემი ცხოვრების სათქმელი.

ჰო, დაცემული ვარ,

მაგრამ აღვდგები,

ძალას მომანიჭებს შენი სახელი,

დაცემული და გათელილი მე არ დავრჩები,

მტკიცედ დავდგები,

რომ ვეზიარო შენს ხორცსა და სისხლს,

არ დავივიწყო შენი საქმენი,

შენი მსხვერპლი და შენი ტანჯვა,

შენი გული ნატკენი.

იესო, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადისს,

მოიღე წყალობა,

წამოაყენე ცოდვილი

ამდენი უმართლობის ჩამდენი.

ვიცი, არ დაამცირებ ტანჯვას გლახაკისას,

მომისმენ, ვიცი, რადგან

მთელი ცხოვრება მაქვს შენთვის სათქმელი.

თუმცა დაცემული ვარ − დაცემული ვარ შენ წინაშე,

შენა ხარ ჩემი სულის საუკუნოდ დამხსნელი.

სული ჩემი მომლოდინეა მხოლოდ შენი,

მეიმედები…

რამეთუ შენ ხარ ჩემი მფარველი…

 

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan