იუდა

160

ამბორი…

სიყვარულის, ერთგულების სიმბოლო

− ამბორი,

ღალატის სიმბოლოა ამ ღამით,

„გიხაროდეს, რაბი!“ −

შენ თქვი, იუდა…

„ამბორით გასცემ კაცის ძეს?“

უზენაესი ღმერთის ძეს?

თავად ღმერთს გასცემ,

იუდა…

ოცდაათი ვერცხლი,

მონის ფასი,

გადახდილია მასში,

იუდა!

ეშმაკმა შენ წინ კარი მიხურა…

უყურებ –

სისხლშერეული ოფლით დაცვარულ ქრისტეს სახეს,

ამბორსყოფ, მზაკვრულს უგებ მახეს,

იუდა…

ხედავ?

ის შეიპყრეს…

შენ მარტო დარჩი…

ცარიელია გეთსიმანია…

უფალი წავიდა…

ხედავ –

მონის საფასურად გაყიდული

მონასავით ტანჯვას აიტანს…

ცარიელია გეთსიმანია…

ხედავ –

მისი ლოცვის კვალს –

ოფლის წვეთებით დასისხლულა მიწა,

იუდა!

სული სინანულს მიაქვს,

მარტო ხარ, იუდა!

მთაზეც სიბნელეა,

სულშიც სიშლეგეა,

ვინც მოინანია,

იმას მიეტევა,

მაგრამ, შენ?

მონანიებისთვის

აღარ დაგრჩა გულში ადგილი,

შენს თავს თავადვე ჩაეცი მახვილი…

მარტო ხარ…

ნანობ…

თავს ვეღარ აღწევ ჯოჯოხეთის ჭაობს…

ტაძარში ვერცხლი დაიფანტა…

„შევცოდე, მართალი სისხლი გავეცი!“ –

თქვი შენ, იუდა.

როგორ დაეცი!

„ჩვენ რა? შენ იცი…“

შენ იცი…

მიხვდი,

დაღუპვის ძე ხარ,

იუდა…

ინანე,

თუმცა:

არ მოინანიე…

გეთხოვა პატიება, იუდა!

არა! ადგილი აღარ დაგრჩა გულში

მონანიებისთვის,

იუდა,

ხვდები,

ღალატით დამძიმებულ სულს

უფალს ვერ მიუტან…

გაპატიებდა უფალი,

იუდა!

თუმცა…

შენმავე ხელმა შენ წინაშე მონანიების,

სიცოცხლის კარი მიხურა…

მიწა – სისხლის საფასურად შეძენილი,

მიწა – უმართლობის საზღაურად შეძენილი,

იუდა…

ნინო ხუროშვილი
mersin escort
mersin escort bayan
escort mersin

ჩატვირთვა...

Negatif Haberler