იყო სიბნელე… სრული წყვდიადი…

183

იყო სიბნელე… სრული წყვდიადი…
იყო მხოლოდ ღმერთი, ნათელი, დიადი.
მან გადაწყვიტა და შექმნა ადამიანი,
იფიქრა,
ყოველი დღე ყოფილიყო თბილი და მზიანი.
კაცისთვის შექმნა დედამიწის ყოველი მხარე,
მისთვის ყვაოდა მიწაზე ბალახი მწვანე.
იყო ჰარმონია ღმერთსა და კაცს შორის,
მშვიდობა სრული,
მაგრამ დაძრწოდა სამყაროში ბოროტი სული.
ერთ დროს ანგელოზთა შორის გამორჩეული,
დღეს, სიამაყის გამო, მიწაზე გადმოგდებული,
სიხარბის გამო დაკარგა ზეცად მან ყველაფერი,
თქვენ ყველამ იცით, მისი სახელია ლუციფერი.
მან მოიტანა მიწაზე ცოდვა წყეული
და დადიოდა ადამიანი გზააბნეული.
გაივსო მიწა ცოდვით და რისხვით,
მაგრამ ღმერთმა თქვა: „მიეტევოთ მათ წმინდა სისხლით.“
გამოჩნდა ცაზე ვარსკვლავი დიდი
და დაიბადა ბეთლემში იესო მშვიდი.
იქ მოევლინა კაცობრიობას თვით ღმერთის შვილი,
იესო გახდა ღმერთსა და კაცს შორის სიცოცხლის ხიდი.
ჩვენ დავდიოდით ცოდვით მძიმე, არასწორ გზაზე,
ის ადიოდა ჩვენთვის გოლგოთის მთაზე…
დამცირებული, ეკლის გვირგვინით გაეკრა ჯვარზე
და აღასრულა დაწერილი შეწირულ კრავზე.
თავისი სიკვდილით დაამხო ცოდვა
და ჩვენში სულის სიცოცხლე შობა.
ის აღდგა მკვდრეთით, სიცოცხლით ვტკბებით,
ამაღლდა ზეცად, მაგრამ ჩვენ ისევ მას ველით.

დავით ხუროშვილი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan