მოვექცევი შენკენ, უფალო

116

მოვექცევი შენკენ, უფალო

და გულს გადმოვღვრი,

შემოგღაღადებ უიმედობიდან,

მე ხომ ჩემი ცხოვრების ყოველ წუთს ვნანობდი.

დავეცემი ჩემს მუხლებზე,

შენ წინ დავემხობი,

ხელებს ჩამოვუშვებ უილაჯოდ…

მაპატიებ?

მე ხომ თითქმის არასოდეს არ მახსოვდი.

თავდახრილი დაველოდები მდუმარედ

იმ დროს, როცა შენ გამომცდი.

და განსაცდელში კიდეც შემეწიე,

დამეხმარე,

როცა არაფერი არ გამომდის.

მოვექცევი შენკენ, უფალო

და სულს გადმოვღვრი.

შეიწყნარე ღაღადისი ჩემი,

გლახაკისა და მათხოვრის…

შემიწყალე…

მოვექცევი შენკენ, უფალო,

გევედრები,

მომიტევე ის დღეები,

როცა თითქმის არ მახსოვდი…

 

25.12.2015

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan