მრავალგზის გიხსნი

325

დამიძახე და მოვედი შენთან,

შემომღაღადე, გითხარი: „აქ ვარ“.

არ დაგიმალე მე ჩემი სახე,

რადგან ვიხილე, რომ გსურდა ჩემთან.

ვუთხარი შენს სულს: „მშვიდად იყავი,

მე ავარიდე შენსა ფეხს მახე“,

რადგან მე შენს სულს საფრთხე ვარიდე,

არ დაივიწყო, ქებით მადიდე.

არ მეძნელება მე შენი დახსნა,

ხომ დაგიმტკიცე, ხომ ცხადად ნახე?

მე შენ დაგპირდი: „დაგიცავ ყველგან“

და რაც აღმოხდა, შვილო, ჩემს ბაგეს,

მერწმუნე, აღთქმა არ წავა შენგან!

არ შერცხვენილა, ვინც დარჩა ჩემთან.

მე გამარჯვებას გაძლევდი ყველგან,

კიდეც რომ მოკვდე, იცოცხლებ რწმენით.

წყარო სიცოცხლის დის მხოლოდ ჩემგან,

მომიახლოვდი, მოდი თამამად!

მრავალგზის გიხსნი, მიმიღე მამად…

 

რუსუდან შატაკიშვილი

ჩატვირთვა...