როგორ გავუძლო

132

ვიცი, ძნელია, გავიკვლიო გზა,

თუ თვალები ვერაფერს ხედავს,

გარდა ირგვლივ დადგმული ცირკის,

აკრობატივით საფრთხეს ვიწვევთ,

რომლის წადილიც ჩატეხილ ხიდზე გასავლელად

სიკვდილზე მიდის.

გეთსიმანიას ვცხოვრობთ ჩვენ

და ყოველდღე ვილტვით – კარგში კი არა,

ცუდში ვბაძოთ;

ერთურთი გვიმძიმს.

გახსენება კი ვის რად უნდა ჯვარზე ტანჯულის,

სისხლში დაცურავს ძმის მკვლელი

და ფულში გამცვლელი.

ამბორით გასცემს,

როგორც უწინ გასცეს იესო,

უარყოფს ყველას −

სიმართლისთვის მუდამ მჩქეფარეს.

იხრწნება და ხრწნის თავთან ერთად კიდევ ათას სულს,

მირჩიე, ამას როგორ გავუძლო,

როგორ გადავრჩე…

მბრდღვინავი ლომი დაძრწის ირგვლივ,

სიბნელეს თესავს

და სუსტ ადგილას ძლიერ დარტყმას აყენებს რჩეულთ…

ლამაზი ფერით აფერადებს უმძიმეს ცოდვებს,

ჩამდენს ატყუებს,

ამპარტავნებს და იცავს გრძნეულთ.

მჭირდება შველა,

მჭირდება,

და კიდევ ერთხელ ახლიდან ვიწყებ ბრძოლას საკუთარ თავთან.

ვიპოვო მინდა,

მოქანცულ სულში მიჩქმალული შიშით იმედი ლოცვით აღვანთო,

ჩემშივე ვიგრძნო ღვთის ძალა წმინდა.

რახან არ აგვცდა ამ ცხოვრების მწარე სასმისი,

ვიცდებით მისგან, ვინც სიბნელე ამქვეყნად შობა,

უფლის სიტყვები შველა არის,

როგორც ლამპარი ბნელში ანათებს,

მხოლოდ ჩვენი მინდობა უნდა.

ინათებს გულში, სულს სრულყოფს,

მიგიღებს ცდომილს,

ჩაგაცმევს პირველს, უწინარეს სამოსსაც წმინდას,

ქერცლს თუ მოიძრობ თვალებიდან,

იქნებ შეგნებით

ჭეშმარიტების მიმდევარი აღუდგე ბრბოსაც…

 

მაკო ჭიაბრიშვილი

ჩატვირთვა...
escort mersin
mersin bayan escort
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
sisli escort
beylikduzu escort
kartal escort
antalya escort
bodrum escort
gebze escort
alanya escort
bursa escort
mеrsin еscоrt
samsun escort
kayseri escort
kоnya еscоrt
gaziantep escort
adana escort
izmir escort
еskisеhir еscоt
izmit escort
kocaeli escort
kusadasi escort
ankara escort
istanbul escort
pendik escort