ღმერთო, დიდებულო, შენ გთხოვ – დამეხმარე!

394

ღმერთო, დიდებულო, შენ გთხოვ – დამეხმარე!
შენი კალთის ქვეშ ისევ დამიფარე.
ღმერთო, მე ცოდვილი, როგორმე შემიბრალე,
გზააბნეული სწორ გზას დამაყენე…
ვიცი, კეთილი ხარ,
ვიცი, მოწყალე ხარ.
არასდროს მიმატოვებ,
არასდროს არ დამტოვებ…
უფალო, შენი სული წამლად მომივლინე,
გულის იარები შენით მომირჩინე.
შენზე მონდობილი, შენზე მოჯაჭვული,
ხელი ჩამკიდე და არსად არ გამიშვა,
შენთან დაშორება, უფალო, არ დაუშვა!
შენი სიყვარული თუკი ერთხელ მასვი,
ახლა არ დააშრო ჩემი ბაგეები.
ვფიცავ, გამოგყვები, ღმერთო, გამოგყვები!
ოღონდ დაიჯერე, ღმერთო, ეს სიტყვები…
როგორც დამაპურე, ისე განგადიდე,
როგორც შემიბრალე, ისე შეგიყვარე…
ოღონდ, უფალო, ტკბილად დამაბერე,
როგორც ჩემს სხეულს სული შენ ჩაჰბერე.
ოღონდ სიმარტოვე არასდროს გამოვცადო,
მზად ვარ ცოდვებისგან დღესვე დავიცალო.
ისე გავსპეტაკდე, შენ რომ ისურვებდი,
კარგად მოვემზადო, ვიცი, დაბრუნდები…
ღმერთო, დიდებულო, შენს ფერხთ დამიფარე,
ბურუსით სავსე გზა რწმენით გამინათე…

ლიკა მელანაშვილი

ჩატვირთვა...