ღმერთო, მაპატიე…

337

ღმერთო, მაპატიე…

ცოდვა ჩემი მაპატიე…

უშენოდ სიკვდილია,

უშენოდ სიბნელეა,

ცხოვრება უშენოდ სიშლეგეა…

სული ამიყროლდა,

ლაფში ვიძირები,

ნაპირი აღარსად ჩანს, სად გავიქცე!

ცოდვის მარწუხები არსად მიშვებს!

ღმერთო, მაპატიე!!!

უკვე მერამდენედ წავიქეცი,

თავი მერამდენედ გავიმეტე,

ღმერთო, კიდევ ერთხელ მაპატიე!

სრულიად ჩამობნელდა,

მოჩვენებები რიალებენ,

მეპოტინებიან დემონები,

მითრევენ სამარისკენ!

ბილწი ხელებით სულს მაგლეჯენ

და ამ ნაფლეთებს ირგვლივ დაათრევენ…

ღმერთო, მაპატიე!

სანამ სატანჯველი დამაქცევდეს!

ღმერთო, შენი სისხლი ჩემთვისაც ხომ დაანთხიე!

ძალაც აღარა მაქვს, ხელები გავიწოდო,

სასოწარკვეთილი ზეცას შევღრიალებ!

უფალო, ჩემგან არ შეტრიალდე!

თავი დამანებეთ!

დემონები!

მგონი უკვე ცოდვას ვემონები?!

უფალო, მაპატიე!

ეს მე მიგატოვე!

ეს მე გაგიშვი ხელი,

სანამ ჯერ კიდევ დროა,

გთხოვ, მიპატრონე!

სანამ ყველაფერი არეულა,

სანამ სიცოცხლე დანგრეულა,

ღმერთო, მითხარი, სად წავიდე?

მე… მე…. ნუ დამტოვებ ცოდვის ნანადირევს…

უფალო, შემეწიე!

გზა საით მიდის, მე ვერ ვიგებ!

სულ მთლად ავირიე,

გრძნობები გადავრიე,

ღმერთო, ჩემი არსებობა მაპატიე!

მხრებიდან მძიმე ტვირთი ამაცალე,

სუნთქვა მეხუთება,

სინათლე დამანახე!

წყვდიადი მეხუტება,

ღმერთო, არ წახვიდე!

ზეცად უჩემოდ არ ახვიდე!

ამდენი ბოროტებით სავსე სული შენ განწმინდე!

შენი მოწყალებით,

შენი სიყვარულით,

გთხოვ, მეც დამინდე!

ღმერთო, მაპატიე…

ჩემი სული ისე დავამშიე…

სიცოცხლე მწყურია,

უფალო, დამამშვიდე!

წყლულებს მოვიბან უკვდავი წყლით

და ჯვარს ავიღებ…

ჩემი უძლურებით ბოლო წუთამდე განგადიდებ…

უფალო, კვლავ მიმიღე,

გულს მოგლეჯილი ლოცვა შენ ისმინე!

უფალო, მაპატიე!

უძღები შენი შვილი ვინანიებ!

ჩემი ცოდვები დამავიწყე…

ღმერთო, მაპატიე…

ნინო ხუროშვილი
ankara escort
ankara escort bayan
escort ankara

ჩატვირთვა...
escort mersin
mersin bayan escort
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
sisli escort
beylikduzu escort
kartal escort
antalya escort
bodrum escort
gebze escort
alanya escort
bursa escort
mеrsin еscоrt
samsun escort
kayseri escort
kоnya еscоrt
gaziantep escort
adana escort
izmir escort
еskisеhir еscоt
izmit escort
kocaeli escort
kusadasi escort
ankara escort
istanbul escort
pendik escort