ყური მოაპყარი, ღმერთო, ჩემს ვედრებას

188

ყური მოაპყარი, ღმერთო, ჩემს ვედრებას,
სიკვდილმისჯილი ფეხზე დამაყენე…
თუკი შევცოდე და ტანჯვა მოგაყენე,
ყველა შეცოდება, ღმერთო, მომიტევე.
თუკი შემიყვარე, მე კი უარგყავი,
შენ თუ მომიწოდე, მაშინ სად ვიყავი?!
რადგან გოლგოთაზე სისხლი გადენინე,
რადგან მძიმე ჯვარი ზურგით გათრევინე.
შენი ნებით იყოს ჩემი განკურნება,
როცა მოხდება შენი დაბრუნება…
ეკლის გვირგვინი თავზე მე დაგადგი,
ჩემი ხელებიდან შოლტი აიტანე…
თუკი მაპატიე, თუკი მაპატიე…
მარტო არ დამტოვო, შენთან წამიყვანე…

ლიკა მელანაშვილი

ჩატვირთვა...