შენზე ვდებ იმედს… იმედის მიღმაც…

360

შენ ხარ ჩემი კლდე … თავშესაფარი,

შენზე ვდებ იმედს, იმედის მიღმაც,

როცა გაწყდება ლოდინის ძაფი,

მაშინაც გესავ, მაშინაც მიცავ…

გმადლობ, უფალო, მფარველო ჩემო,

არ მტოვებ, როცა ვერაფერს ვხედავ,

სავალს მინათებ, მჭამელო ცეცხლო,

წყალობის მეფევ, მხოლოდ შენ გესავ…

შავეთის ველზე დაცემულს მეძებ,

ქარსა და წვიმას ჩემს სახელს ატან,

როგორც მე მტკივა, უფალო ჩემო,

შენს ჭრილობებში გრძნობებად ატანს…

მხოლოდ შენ გესმის გულის ძახილი

და ჩემს ცრემლებში ნუგეშად თბები,

შენი შეხებით ტკივილებს წაშლი

და სამუდამო სიცოცხლედ რჩები…

მზად ხარ, დატოვო ზეცა შვილისთვის,

ფეხით გაუყვე შენს შექმნილ მიწას…

შენ ხარ ჩემი კლდე… თავშესაფარი,

შენზე ვდებ იმედს… იმედის მიღმაც…

 

ნატალია ჩიქოვანი

12.06.2015წ.

ჩატვირთვა...