შენი ჭრილობები

126

შენი ჭრილობები ჩემი სიცოცხლეა,

ჩემი სულისა და ხორცის განკურნება…

შენი პატიება ჩემი სიმართლეა,

შენი მცნებები ჩემს ფერხთა სინათლეა…

ეს შენ შეძელი ჩემთვის დაკარგული

სამოთხის დაბრუნება…

მახვილი ჩაეცი სიკვდილს,

გამომიწოდე ხელი მე ცოდვამისჯილს…

მზერა მომაპყარი, ღმერთო,

ვიდრე ჩემი სული ცოდვებისგან ადუღდება,

ვიდრე ცხოვრებას სინათლე ჩაუქრება;

ვიდრე ყველა ბგერა გაჩუმდება…

შენი წმინდა სისხლის ერთი წვეთი

ჩემს სულსაც ჩააწვეთე,

ჩემი ნამსხვრევებად დაფანტული გული შენ გაამთელე…

ვიდრე ძარღვისცემა დადუმდება…

ვიდრე ჩემი გზა საბოლოოდ გამრუდდება,

მომიხმე, უფალო…

მეტად აღარ მინდა სიცოცხლე უაზროდ…

მომიხმე, უფალო,

ვიდრე დღეს იმედი წარუხდება,

გაზაფხულს ფოთლები გაუხმება…

შენი მოწყალება წვიმად მომივლინე,

ვედრებად ქცეულს, გთხოვ, მეც მომისმინე…

ვიდრე ლოცვას ხმა ჩაუწყდება,

და სხეულსაც ძალა გაუცვდება…

მომიხმე, უფალო…

მინდა თავი დავაღწიო

გადამხმარ უდაბნოს…

მოვილტვი შენკენ,

როგოც ირემი

წყლის ნაკადულებისკენ…

შენი წყურვილი აქვს ჩემს სულს, უფალო,

ნუ განმსჯი უჟამოდ…

 

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan