შენ იქით არ მაქვს გზა, გასაქანი…

160

შენ იქით არ მაქვს გზა, გასაქანი,

არც მინდა მქონდეს, ვაცხადებ უარს,

დავწვი ხიდები, გზები წარსულის,

შენ იცი, რომ მე არ წავალ უკან…

მე აღარ ვცხოვრობ… იცხოვრე ჩემში,

მე ვერ დაგტოვებ – მე ვერ ავიტან,

შენი ტყვე ვარ და მე შენ დაგნებდი,

შენი გოლგოთით ჩუმად დამიპყარ…

ჯვარზე გაკრული ჩემთვის კვდებოდი,

შენი წყალობის სიმაღლე ვიცან,

გულით ვატარებ ჯვრის სინამდვილეს,

რომლითაც მიხსენ, რომლითაც მიცავ…

შენ სიყვარულის დამდე ბორკილი და მითხარ,

როგორ ვიცხოვრო მშვიდად?

თამუნა ბაღდავაძე

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan