შენ ხარ დასაწყისი

122

შენ ხარ დასაწყისი და თავად ხარ უსაწყისო…

შენ ხარ დასასრული

და თავად ხარ უსასრულო…

შენ ხარ სიყვარული უნაპირო,

შენია წყალობა

და მოვდივარ სინანულით,

არ დავიმსახურე მადლი უსასყიდლო.

აზრი მიეცი სიცოცხლეს ჩემსას უსარგებლოს…

უზენაესო…

უსასრულო…

უსაწყისო…

ეს შენ უშველე ჩემს ტკივილს უსაშველოს…

ჩემს უძლურებაში გამოავლინე შენი სიძლიერე,

უშენოდ ბავშვი ვარ უპატრონო…

უფალო, უნაპირო…

ვიცი,

ვიცოცხლებ, თუნდაც დავრჩე უსიცოცხლოდ.

შენ ხარ სიცოცხლე

და ნათელი უსაწყისო…

ზღვა სიყვარული უნაპირო…

შენია წყალობა

და შენი მადლით მომესართა ხსნა უსასყიდლოდ…

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan