წაშალე ყველა ჩემი ბრალი

105

სახე აარიდე ჩემს შეცდომებს

და წაშალე ყველა ჩემი ბრალი,

სიწმინდის სული განაახლე ჩემში,

მომიტევე,

რადგან ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში.

შემიწყალე და ცოდვა მომაშორე,

გადმოღვარე ჩემზე შენი მადლი.

სუფთა გული შექმენი ჩემში,

ღირსი გამხადე შენთან მოსვლის

და შენი ნახვის.

განმბანე, რათა განვსპეტაკდე,

რათა მოგიძღვნა თავი.

შეეხე ჩემს სულს,

რათა განვიწმინდო,

რომ აღარ ამერიოს კვალი.

ხელი მომკიდე,

დამეხმარე სვლაში,

სიწმინდის სული არ წამართვა,

წაშალე ყველა ჩემი ბრალი.

მომეცი ძალა,

დავაფასო შენი მსხვერპლი,

შენ ხომ მე – ცოდვილს და უბადრუკს –

შემომწირე თავი…

 

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...