ხმა მღაღადებლისა უდაბნოში

127

მოდის, ის მოდის:

განუმზადეთ ბილიკები თქვენი გულისა…

მოდის, ის მოდის,

მოასწორეთ გორაკები თქვენი სულისა…

ო, მოდის, მოდის ხელმწიფე სამყაროისა!

დამწყემსავს ერებს ძლიერი ხელი დიდი უფლისა.

მოდის…

მოდის ნათელი ჭეშმარიტი, ხორცშესხმული

სიტყვა ღმერთისა.

მოდის, ის მოდის,

ვინაც იყო უწინარეს დასაბამისა…

მხოლოდ მასთან არს სიყვარული, გზა სიცოცხლისა.

ის აქ არს, აქ არს,

ბედნიერი ხარ შენ, ბეთლემო ისრაელისა!

რამეთუ შენში, უმცირესო, იშვა დიდება უდიდესისა!

ის აქ არს, აქ არს – წმინდა მსხვერპლი კაცთა მოდგმისა…

ჩვენთან არს,

ჩვენში არს,

იესო – ძე ღვთისა,

ძე კაცისა,

ღმერთი მადლისა!

 

2013 წლის 30 აპრილი

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...