დოქტორი ვერნერ ფონ ბრაუნი: „ჩვენ გვჭირდება ღვთისადმი რწმენა“

112

„მიუგო იესომ და უთხრა მათ: ‘გქონდეთ ღმრთის რწმენა.’“ მარკოზი 11:22

დოქტორი ვერნერ ფონ ბრაუნი (Dr. Wernher von Braun), წამყვანი მეცნიერი კოსმოსური რაკეტების განვითარების საქმეში, ამბობს: „მე-19 საუკუნის მატერიალისტები და მე-20 საუკუნეში მცხოვრები მარქსიზმის მემკვიდრეები გვეუბნებოდნენ, რომ, ვინაიდან მეცნიერებას მეტი ინფორმაცია აქვს სამყაროს შექმნის შესახებ, ეს საშუალებას გვაძლევს – ვიცხოვროთ შემოქმედისადმი რწმენის გარეშე. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ყოველი ახალი პასუხის აღმოჩენისას ახალი კითხვების წინაშე ვდგებით. რაც უფრო კარგად ვიგებთ ატომური სტრუქტურის სირთულეთ, სიცოცხლის ბუნებას და გალაქტიკების მოწესრიგებულ მოძრაობას და მოწყობას, მით უფრო მეტი მიზეზი გვეძლევა იმისათვის, რომ გავოცდეთ ღმერთის საოცარი ქმნილების წინაშე, თუმცა მხოლოდ ღვთისადმი მოკრძალებული შიში და მოწიწება არ განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენ ღმერთი გვჭირდება. ადამიანს რწმენაც ისევე სჭირდება, როგორც საკვები, წყალი და ჰაერი. მთელი მსოფლიოს მეცნიერებასთან ერთად ჩვენ ღვთისადმი რწმენაც გვჭირდება.“

წყარო

ჩატვირთვა...