პოლ ვოშერის ციტატები რწმენისა და ღვთისმსახურების შესახებ

237

პოლ ვოშერი – ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი ევანგელისტი მქადაგებელი, დამაარსებელი და დირექტორი მისიონერული საზოგადოებისა «HeartCry», რომელიც ეხმარება უამრავ მისიონერს. პოლ ვოშერი ცნობილია თავისი ქადაგებებით დახსნის შესახებ. ის ასევე გახლავთ რამდენიმე წიგნის ავტორი.

– „არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა დიადი ღვთისმოსავი ადამიანი, არსებობენ მხოლოდ უდიადესი და მოწყალე ღმერთის სუსტი, ურწმუნო და შესაბრალისი ადამიანები.“

– „რაში გვჭირდება სახელის მოხვეჭა, როცა ღმერთი დიდებას გვპირდება? რატომ უნდა ვეძებდეთ წუთისოფლის სიმდიდრეს, როცა ზეცის საგანძურნი ჩვენია? რატომ უნდა ვიღვწოდეთ წარმავალი და დროებითი გვირგვინის მოსაპოვებლად, როცა ღმერთი წარუვალი და მარადიული გვირგვინის მოსაპოვებლად მოგვიწოდებს?“

– „ახალგაზრდა მქადაგებლებს ვეუბნებოდი, რომ ქადაგებისთვის მათ ღვთის ძალა სჭირდებოდათ. ახლა კი ვეუბნები, რომ ფეხსაცმელზე თასმის შესაკრავადაც კი ღვთის ძალა სჭირდებათ.“

– „კერპთაყვანისმცემლობაა ის, როცა საკუთარი სიხარულის წყარო თავად ხდები. სულის სიღარიბე კი მშვენიერი რამაა…“

– „თითოეული ადამიანი, ვისაც ხვდებით, თქვენი პოტენციური ქრისტესმიერი და ან ძმაა.“

– „მხოლოდ ღამის წყვდიადის ფონზე ჩანს ასე თვალისმომჭრელად ვარსკვლავების დიდება და მხოლოდ ადამიანის ცოდვების წყვდიადის ფონზე იკვეთება სახარების დიდებულება.“

– „ღმერთი იმისკენ კი არ მოგვიწოდებს, რომ ქრისტე ჩვენი ცხოვრების დამატებით ნაწილად ვაქციოთ, არამედ მოგვიწოდებს – ვაქციოთ იგი ჩვენს სიცოცხლედ, ჩვენს ცხოვრებად.“

– „ის, რომ ქრისტე უფალია, ზოგისთვის იმედია, ზოგისთვის კი საშინელი კოშმარი, მაგრამ მიუხედავად ჩვენი შეხედულებისა, ეს უცვლელი რეალობაა: ქრისტე უფალია.“

– „თუ ქრისტე არ არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ გიბიძგოთ ბიბლიის მიხედვით ცხოვრებისკენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ იცნობთ მას.“

წყარო 

ჩატვირთვა...