როგორ ვილოცოთ ჩვენი შვილებისათვის – 12 ციტატა ბიბლიიდან

495

ჩვენ, მშობლებს, არ შეგვიძლია ყოველთვის დავიცვათ ჩვენი შვილები ბოროტი გავლენისგან, მაგრამ შეგვიძლია ვილოცოთ და ღმერთს ვთხოვოთ, რომ მან დაიცვას ისინი.

ბარათებზე ამოწერილი მუხლები ბიბლიიდან, რომლებიც მთელ სახლში მაქვს გაფანტული, დამეხმარა იმაში, რომ უფრო ხშირად მელოცა ჩემს შვილებზე და უფრო ეფექტურადაც.

აი, ჩემი 12 პუნქტი, რომელთა მიხედვითაც ყოველდღიურად ვლოცულობ ჩემს შვილებზე:

1. ხსნა

„ჩამოაპკურეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე ჩამოასხურონ, გაიღოს დედამიწა და გამოიღოს ხსნის ნაყოფი, სამართლიანობა ერთბაშად აღმოცენდება. მე, უფალმა, შევქმენი ეს“ (ესაია 45:8).

„გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში, სანამ არ მოსულა ავი დღეები და არ დამდგარა წლები, როცა იტყვი: “არა მწადიან ისინი!“ (ეკლესიასტე 12:1).

2. ცოდვის განკითხვა

„შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოანე 2:1).

„თუ ასე არ გააკეთებთ, აჰა, შეგიცოდავთ უფლისათვის, და იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა გიპოვით თქვენ“ (რიცხვნი 32:23).

3. თავმდაბლობა და მორჩილება

„დამდაბლდით უფლის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ“ (იაკობი 4:10).

4. ღვთის სიტყვის სიყვარული

„სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის“ (ფსალმუნი 118:105).

5. ბოროტისაგან დაცვა

„არ გევედრები, რომ სოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან“ (იოანე 17:15).

6. თავისუფლება ადამიანების შეხედულებისათვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებისგან

„ადამიანებს ვაწონებ თავს თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ, ადამიანებს ვაამო? ისევ ადამიანებისთვის თავის მოწონებას რომ ვცდილობდე, ქრისტეს მონა არ ვიქნებოდი“ (გალატელთა 1:10).

7. სიბრძნე

„შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, ნუ დაივიწყებ და ნუ გადაუხვევ ჩემს ნათქვამს. ნუ განაგდებ სიბრძნეს და ის შეგეწევა შენ, გიყვარდეს იგი და ის დაგიცავს შენ. სიბრძნის სათავეა სიბრძნის შეძენა, ყოველგვარი საუნჯის ფარდად გამჭრიახობა შეიძინე“ (იგავები 4:5-7).

8. ღვთის მორჩილება

„ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).

9. რწმენა, რომელიც დასტურდება საქმეებით

„იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად“ (იაკობი 1:22).

10. ღვთისმოსავი მეგობრობა

„და ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით“ (1 მეფეთა 23:15).

11. ურთიერთობა საკუთარ და-ძმასთან მთელი ცხოვრების განმავლობაში

„და შეეძინა მას შვიდი ძე და სამი ასული. და ჰყავდა საქონელი: 7 ათასი ცხვარი, 3 ათასი აქლემი, 500 უღელი ხარი, 500 ჭაკი ვირი, და უამრავი მსახური; და იყო ეს კაცი ყველაზე სახელგანთქმული აღმოსავლეთის მკვიდრთა შორის. მისი ძენი მონაცვლეობით მართავდნენ ნადიმს თავიანთ სახლებში და სტუმრობდნენ ერთმანეთს. და წარგზავნიდნენ და იწვევდნენ სამ დასაც, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ“ (იობი 1:2-4).

12. მომავალი მეუღლე

 „ვინც კარგი ცოლი პოვა, მან სიკეთე პოვა და უფლის მადლი მოიხვეჭა“ (იგავები 18:22).

 

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

 წყარო: 

ჩატვირთვა...
escort mersin
mersin bayan escort
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
sisli escort
beylikduzu escort
kartal escort
antalya escort
bodrum escort
gebze escort
alanya escort
bursa escort
mеrsin еscоrt
samsun escort
kayseri escort
kоnya еscоrt
gaziantep escort
adana escort
izmir escort
еskisеhir еscоt
izmit escort
kocaeli escort
kusadasi escort
ankara escort
istanbul escort
pendik escort