ნავიგაცია
ახალი ამბები
ჯონ მაქსველის ციტატები ეფექტური ხელმძღვანელობის შესახებ

ჯონ მაქსველის ციტატები ეფექტური ხელმძღვანელობის შესახებ

ჯონ მაქსველი ამერიკელი ავტორი, ორატორი და ხუცესია. მის კალამს ეკუთვნის მრავალი წიგნი, რომელთაგან უმრავლესობა ხელმძღვანელობას ეხება. მისი წიგნები მილიონობით იყიდება. ჯონ მაქსველი რამდენიმე ორგანიზაციის დამაარსებელია, მათ შორის, ორგანიზაციისა EQUIP, რომელიც მიზნად ისახავს ხელმძღვანელთა აღზრდასა და განვითარებას. ქვემოთ მოტანილია ჯონ მაქსველის რამდენიმე ციტატა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეფექტური ხელმძღანელობა.

„ადამიანი საკმარისად დიდი უნდა იყოს იმისათვის, რომ აღიაროს საკუთარი შეცდომები; საკმარისად ჭკვიანი –რომ ისწავლოს თავის შეცდომებზე და საკმარისად ძლიერი – რომ გამოასწოროს ისინი.“

„გამხნევება ჟანგბადია სულისათვის.“

„უდიდესი შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ, არის გამუდმებული შიში იმისა, რომ ოდესმე შეცდომას დავუშვებთ.“

„ადამიანებს მანამდე არ დააინტერესებთ, რამხელა ცოდნა გაქვთ, სანამ არ ეცოდინებათ, თქვენ რამდენად გაინტერესებთ ისინი.“

„შეიძლება ადამიანები გიყვარდეთ მაშინ, როცა არ ხართ ლიდერი, მაგრამ ლიდერი ვერ იქნებით, თუ არ გეყვარებათ ისინი.“

„ლიდერი დიდებული ადამიანია, მაგრამ არა თავისი ძალაუფლების გამო, არამედ იმის გამო, რომ მას ადამიანთა გაძლიერება და აღჭურვა შეუძლია.“

„ვერავის გავუძღვებით იქამდე, სადაც თავად არ ვყოფილვართ.“

„უპირველეს ყოვლისა, უნდა შევიცვალო მე, ხელმძღვანელი. მას შემდეგ, როცა დავრწმუნდები, რა რთულია საკუთარი თავის შეცვლა, გავაცნობიერებ, რამხელა გამოწვევაა სხვა ადამიანთა შეცვლის მცდელობა. ესაა ხელმძღვანელის მთავარი გამოცდა.“

„ხელმძღვანელს ორი რამ ახასიათებს: პირველი, ის სადღაც მიდის და მეორე, მას შეუძლია სხვებიც დაარწმუნოს, რომ გაჰყვნენ მას.“

„ჩემი წარმატების დონეს განსაზღვრავენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ყველაზე ახლოს არიან.“

„მწვერვალზე თავს მარტოსულად იგრძნობთ და ამიტომაც უმჯობესია იცოდეთ, რისთვის ხართ იქ.“

„თუ შეგიძლიათ ხელმძღვანელთა აღზრდა, ყოველთვის გეყოლებათ მიმდევრები, მაგრამ თუ ეს არ შეგიძლიათ, მხოლოდ მიმდევრები გეყოლებათ.“

წყარო: