ბიბლიური ციტატები – მოუხმე უფალს გასაჭირში!

245

ცხოვრებაში ხშირად დგება წუთები, როცა გვგონია, რომ დაკეტილ კარზე ვაკაკუნებთ; წუთები, როცა ტკივილი დაუპატიჟებლად მოდის და ჩვენთან თანაცხოვრებას იწყებს… როცა სიმარტოვის ცივ სუნთქვას სულ ახლოს ვგრძნობთ. ხშირად ემოციებზე გადაგვაქვს ყურადღება და დროებით ტკივილს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე მარადიულ აღთქმებს… ზოგიერთი ჩვენგანი საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, ზოგიერთი კი საკუთარი ძალებით ცდილობს პრობლემებთან შებმას… ხშირად გვგონია, რომ არავის ესმის ჩვენი… ასეთ დროს უბრალოდ მიდი ღმერთთან, გადმოღვარე შენი გული და მიანდე შენი ცხოვრება. მოისვენე მის სიმშვიდეში და გახსოვდეს, რომ უფლის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია მარადიულად!

“შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გასაჭირი გადაივლიდეს.”

ფსალმუნი 56:1

“საშიშროების დღეს შენ მოგენდობი – ღმერთს, რომლის სიტყვასაც ვადიდებ. ღმერთს ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს მე ბოროტეული?!”

ფსალმუნი 55:3-4

“ჩემი ხეტიალი აღრიცხული გაქვს, შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები – განა შენს წიგნში არ არიან ისინი? უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ. ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის.”

ფსალმუნი 55:8-9

“ძალავ ჩემო, მე შენ მოგმართავ, რადგან შენა ხარ, ღმერთო, ჩემი სიმაგრე.”

ფსალმუნი 58:9

“მე კი შენს სიძლიერეს ვუმღერებ, დილდილობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი, ჩემი გაჭირვების დღეს.”

 ფსალმუნი 58:16

ჩატვირთვა...