5 ბიბლიური ციტატა, როდესაც თავს უმნიშვნელოდ გრძნობ

253

ყოველდღიურ რუტინას და ცხოვრებისეულ სირთულეებს, დამარცხებებს და დაცემებს ხშირად მოაქვს შეგრძნება, რომ უმნიშვნელონი ვართ, რომ არანაირი ღირებულება არ გაგვაჩნია. ყველაზე რთულ მომენტში, როდესაც თავს ისედაც ცუდად ვგრძნობთ, მოდის ეშმაკი და ყურში ჩაგვჩურჩულებს, რომ არავის ვჭირდებით, რომ რასაც ვაკეთებთ უაზროა. ზოგჯერ არ ვართ იმდენად მტკიცენი, რომ უკუვაგდოთ ეს აზრი და ლუციფერის შემოთავაზებულ “ვაშლს” გემრიელად მივირთმევთ, შედეგად გვიჩნდება აზრი, რომ ღმერთს და გარშემო მყოფებს გამუდმებით იმედებს ვუცრუებთ…

თუ ერთხელ მაინც გიგრძნია თავი უმნიშვნელოდ, მაშინ გადაშალე ღვთის ცოცხალი სიტყვა და დარწმუნდი, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხარ.

შენ ამ პოსტს კითხულობ, ე.ი. არსებობ და თუ არსებობ, იცოდე, რომ ღმერთმა საუკუნეთა უწინ იფიქრა შენზე, შენ მის გეგმებში ხარ და მისი ფიქრის ობიექტი მხოლოდ შენ იყავი ჯვარზე, ასე რომ, თავი ასწიე და განადიდე ღმერთი, რომელმაც იმდენად შეგიყვარა, რომ თავისი ერთადერთი ძე გაწირა შენთვის.

“განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის წინაშე. თქვენს თავზე კი თმებიც კი დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.”

ლუკას სახარება 12:6–7

“ძვირფასი ხარ შენ ჩემს თვალში, შეუფასებელი და მე შეგიყვარე შენ…”

ესაია 43:4

“მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.”

რომაელთა 5:8

“ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, რომელმაც მიმავლინა ხალხებთან… ის ვინც შენ გეხება, ეხება ჩემი თვალის გუგას.”

ზაქარია 2:8

“ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი. სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი.”

1 იოანეს 3:1

ჩატვირთვა...