ბიბლიური ციტატები, რომელიც უნდა წაიკითხოთ ცდუნების წინაშე დგომისას

177

ქრისტიანის ცხოვრება ყოველთვის სწორხაზოვნად არ მიმდინარეობს, ის უსწორმასწორო კარდიოგრამას უფრო ჰგავს. ხშირად ჩვენ ცდუნების პირისპირ აღმოვჩნდებით ხოლმე და ზოგჯერ საკუთარ თავთან “ვაჭრობაც” კი გვიწევს.

სიტყვა “ცოდვა” საშიშად ჟღერს, თუმცა ის იარაღასხმული არ მოდის ჩვენთან, ნელი ნაბიჯით გვიახლოვდება და, როგორც წესი, რაღაც “კარგს” გვპირდება.

როდესაც იგრძნობ, რომ ყოყმანობ, რომ გზაგასაყარზე დგახარ და საკუთარ თავს ევაჭრები, აიღე ბიბლია, გამხნევდი უფლის სიტყვით და გახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს გამარჯვება ცოდვაზე, უფლის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია.

“სწორი გზით მოარული უშიშრად ივლის, გზის გამმრუდებელი კი მხილებული იქნება.”

იგავები 10:9

“აჰა, მე ვამბობ: მოიქეცით სულიერად და არ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.”

გალატელთა 5:16

“არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შეძლოთ ატანა.”

1 კორინთელთა 10:13

“ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე სარბიელი.”

ებრაელთა 12:1

“ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში.”

გამოცხადება 22:14

ჩატვირთვა...