5 ბიბლიური ციტატა – წაიკითხე, თუ ყველაფერმა დაგღალა

206

ყოველდღიური რუტინა, ერთფეროვნება, დილით დაყენებული მაღვიძარა, საათობრივად გაწერილი დღის განრიგი, ცხოვრებისეული სირთულეები თუ ემოციური კრიზისი ყველას ერთნაირად გვღლის. თუმცა არის მომენტები, როცა იმდენად იღლები, რომ ცხოვრების სურვილს კარგავ.

ზოგჯერ გვჭირდება შეგვახსენონ, რომ რობოტები არ ვართ, რომ შეიძლება უბრალოდ ცხოვრებით ვისიამოვნოთ. ყველა თავისებურად ეძებს შვებას: ზოგი – ფინჯან ყავაზე მეგობართან, ზოგი – შაბათ-კვირას ქალაქგარეთ განტვირთვით, ზოგიერთი უბრალოდ რთავს მაღვიძარას და ტკბილად იძინებს… ეს ყველაფერი ხანდახან ცვლის ჩვენს მდგომარეობას, მაგრამ სულიერ გამოფიტვას არაფერი შველის, გარდა ღმერთთან ურთიერთობისა. ამის საუკეთესო გზა კი წმინდა წერილთან ყოველდღიური ურთიერთობაა.

ჩაიმარხე უფლის სიტყვები გულში და ის მოგცემს შენ მხნეობას, სიმშვიდეს და ძალას. გახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია.

“დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას მატებს. უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან. უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.”

ესაია 40:29-31

“განიმტკიცეთ ჩამოყრილი მკლავები და დასუსტებული მუხლები გაიმაგრეთ. უთხარით სულმოკლეთ: „განმტკიცდით, ნუ შეშინდებით; აჰა, თქვენი ღმერთი, შურისგება მოვა – ღვთის საზღაური, ის მოვა და გიხსნით.“

ესაია 35:3-4

“რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს.”

ფსალმუნი 41:7

“რადგან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და გარდამეტებულ საუკუნო დიდებას გვიმზადებს.”

2 კორინთელთა 4:17

“ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.”

მიქა 6:8

ჩატვირთვა...