ბიბლიური ციტატები ჯანმრთელი ცხოვრების წესისათვის

295

ბიბლია არაერთხელ ამბობს, რომ ჯანსაღი სხეული ადამიანის ემოციურ და სულიერ მხარეზე დიდ გავლენას ახდენს. ხშირად ქრისტიანები დიდ აქცენტს ვაკეთებთ სულიერ მხარეზე და გვავიწყდება, რომ ხორცში ვცხოვრობთ. ჩვენ ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ ამ მიწაზე ღვთის სასუფევლისთვის ჩვენი სხეულის გარეშე. ეს მოკლე ცხოვრება შანსია, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ნაყოფიერები მსახურებაში. ჩვენი სხეული ღვთის ტაძარია და ჩვენ ჯეროვანი პატივი უნდა მივაგოთ მას. გთავაზობთ 5 ბიბლიურ ციტატას, რომლებიც გიბიძგებთ ჯანმრთელი ცხოვრების წესისაკენ. გვახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია.

“ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა.”

1-ლი კორინთელთა 6:19–20

“თუ ვინმე დააზიანებს ღმერთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმინდაა ღმერთის ტაძარი და თქვენ ხართ ის.”

1-ლი კორინთელთა 3:17

“რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, როგორც ქრისტე ეკლესიას.”

ეფესელთა 5:29

“საყვარელო, ვლოცულობ, რომ ყველაფერში კეთილი გზით იარო და ჯანმრთელად იყო, როგორც შენი სული დადის კეთილი გზით.”

მე-3 იოანეს 1:2

“თავად მშვიდობის ღმერთმა წმინდა გყოთ სრულად და მთლიანად სული, სამშვინველი და სხეული დაცული იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისათვის.”

1-ლი თესალონიკელთა 5:23

ჩატვირთვა...