5 ბიბლიური ციტატა − აღთქმანი ერთგულთათვის

172

მაშინ, როდესაც გადაწყვეტ, რომ უფალს უერთგულო, ყველა და ყველაფერი აღდგება შენ წინააღმდეგ. მოგეჩვენება, რომ გაცილებით იოლია ამ ტვირთის გარეშე ცხოვრება და ხშირად იდგები მორალურ დილემათა წინაშე. ერთგულება მსხვერპლის გარეშე არ არსებობს.

ერთგულება ერთხელ და სამუდამოდ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელსაც მთელი შენი დარჩენილი ცხოვრების ყოველი წუთი გამოცდის… თუ ოდესღაც უკვე გადაწყვიტე, რომ ბოლომდე უერთგულო და ახლა ყველაფერი შენს რწმენას უტევს, თუ ცხოვრებისეულ სირთულეთა წინაშე დგახარ და გამხნევება გჭირდება, აიღე უფლის სიტყვა, რომელიც არის სულის მახვილი და ინუგეშე თავი იმ აღთქმებით, რომლებიც მისცა ღმერთმა თავის ერთგულებს.

გვახსოვდეს, რომ უფლის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია უკუნისამდე…

1. „ერთგულ კაცზე ბევრი კურთხევაა, ხოლო გამდიდრების მსურველი დაუსჯელი არ დარჩება.“

იგავნი 28:20 

2. „უფალი მიუზღავს ყველას მისი სიმართლისა და ერთგულების წილ…“

                                                                                                                                                                           1 მეფეთა 26:22 

3. „მცირედში ერთგული დიდშიც ერთგულია; და მცირედში უმართლო დიდშიც უმართლოა. ჰოდა, თუ უმართლო მამონაში არ იქნებით ერთგულნი, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ? და თუ სხვისაში არ იქნებით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ?“

ლუკა 16:10-12 

4. „ამიტომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, ერთგულ აბრაამთან ერთად იკურთხებიან.“

გალატელთა 3:9

5. „უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.“

მათე 25:21-22 

ჩატვირთვა...