7 ბიბლიური ციტატა, თუ უარგყოფენ

228

ადამიანები გამუდმებით ვიბრძვით თვითდამკვიდრებისთვის. თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები გვიღებდნენ და გვაფასებდნენ, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ხშირად უარგვყოფენ და ალბათ, სწორედ იმიტომ გვაქვს ეს პრობლემა, რომ ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის საკუთარი ღირსების განცდა. ხშირად უარგვყოფენ საკუთარი შეხედულებების, სტატუსის, რწმენის ან ჩვენი შეცდომების გამო.

ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფა გარშემო მყოფთაგან ღრმა სულიერი ტრავმისა და ტკივილის საფუძველი ხდება… უარყოფას თუ განიცდი, თუ გრძნობ, რომ მარტო ხარ და გინდა იგრძნო, რომ ვიღაცას სჭირდები, იცოდე, რომ ღმერთისთვის სულ ერთი არ ხარ, მას სჭირდები. აიღე ბიბლია და ჩაეჭიდე ღმერთის მარადიულ აღთქმებს. გახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია და ჩვენი ცხოვრების შეცვლის ძალა შესწევს.

მათე 16:26-27
„რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სამშვინველს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სამშვინველის სანაცვლოდ? რადგან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუზღავს თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.“

რომაელთა 12:2
„და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.“

იოანე 14:27
„მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ისე კი არ გაძლევთ, ქვეყანა რომ იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.“

ფსალმუნი 93:14
„რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდროს არ მიატოვებს.“

რომაელთა 12:12
„იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.“

ეფესელთა 2:19
„ამიტომ თქვენ უკვე აღარ ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი.“

იერემია 17:7
„კურთხეულია კაცი, რომელიც უფალზეა დანდობილი, უფალი იქნება მისი დასაყრდენი.“

ჩატვირთვა...