ბიბლიური ციტატები მოთმინების შესახებ

432

მოთმინება ის სიტყვაა, რომელიც გარკვეულწილად ტანჯვასთან, განსაცდელთან ასოცირდება. ბუნებრივია, ის მარტივ პროცესს არ გულისხმობს ქრისტიანის ცხოვრებაში. მოთმინება აერთიანებს გასაჭირის ზოგჯერ დროში გაწელილ მონაკვეთს და იმედს… მოთმინება შინაგანი მდგომარეობაა, როდესაც მშვიდად ხარ, მიუხედავად შენ გარშემო ატეხილი ქარბუქისა; როდესაც იმედით მოელი უფლის ხელს შენს ცხოვრებაში; როდესაც გწამს, რომ არ ხარ მიტოვებული და მარტო დარჩენილი შენს პრობლემასთან. მოთმინება არ შეიცავს დრტვინვას და შფოთვას, რადგან მომთმენს სჯერა ღვთის აღთქმების, მისი წმინდა სიტყვის, რადგან ცოცხალი და მოქმედია იგი, ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი და ადამიანის ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლის ძალა შესწევს.

“მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.”

ებრაელთა 10:36

“მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში.”

ეფესელთა 4:2

“ნუ იჩქარებ შენს სულში გაბრაზებას, რადგან სიბრაზე ბრიყვთა უბეში განისვენებს.”

ეკლესიასტე 7:9

“მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.”

იაკობის 1:4

 

“გაქვს მოთმინება და გაიტანჯე ჩემი სახელის გულისათვის და არ დაქანცულხარ.”

გამოცხადება 2:3

“მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის, როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს.”

იაკობის 5:7

“იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.”

რომაელთა 12:12

ჩატვირთვა...