ბიბლიური ციტატები, რომელიც უნდა წაიკითხოთ იმედგაცრუებისას

563

ხშირად, როცა მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც ვგეგმავდით, იმედი გვიცრუვდება და გულგატეხილნი ვართ. ვსვამთ კითხვას: “რატომ, ღმერთო?” და თვითშეცოდებას ვეძლევით, რომელიც კიდევ უფრო გვითრევს დეპრესიის მორევში. როდესაც თავს დაჩაგრულად და იმედგაცრუებულად იგრძნობ, როდესაც ფიქრობ, რომ გაგრძელება აღარ იქნება, უბრალოდ აიღე ხელში ბიბლია და ინუგეშე თავი, რადგან ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია მარადიულად.

“უფლის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევათ სასიკეთოდ.”

რომაელთა 8:28

“რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც განვიზრახე თქვენთვის, სამშვიდობო ზრახვები, რათა მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.”

იერემია 29:11

“ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.”

ესაია 40:31

“რადგან არის მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.”

იგავნი 23:18

“რადგან ხესაც აქვს იმედი, რომ თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება. თუ ფესვი მიწაში დაუბერდა და ღერო მტვერში ჩაუკვდა, წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ნერგივით ყლორტებს გამოიყრის.”

იობი 14:7-9

“სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული – უპოვართა იმედი.”

ფსალმუნი 9:18

“ველოდები და ვიმედოვნებ, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სიცხადით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში – სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.”

ფილიპელთა 1:20

ჩატვირთვა...